აშშ მოსკოვის მიერ თალიბების იარაღით მომარაგებას არ გამორიცხავს

აშშ-ს სამხედრო ძალების გენერალი ჯოზეფ ვოტელი არ გამორიცხავს იმას, რომ რუსეთი რადიკალურ მოძრაობა “თალიბანს” ავღანეთში იარაღით ამარაგებს. “ვფიქრობ, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ისინი მათ გარკვეულ მხარდაჭერას უცხადებენ – იარაღით და სხვა” – განაცხადა გენერალმა – წერს “დოიჩე ველე”.

ვოტელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ესმის რუსეთის შეშფოთება ავღანეთში შექმნლი მდგომარეობის გამო, რადგანაც ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ესაზღვრება, რომლებიც დღემდე რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ რუსეთის “თალიბანთან” ურთიერთობა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მიზნებს ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაში“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საამაყო არაფერია“- გოცირიძე
შემდეგი სტატიათბილისის მერია გარემოვაჭრეების მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობაზე განცხადებით ეხმაურება