“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საამაყო არაფერია“- გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ “სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საამაყო არაფერია“.

“ამ ეკონომიკური ზრდით საქართველო ისევე მაჩანჩალა ქვეყანა იქნება, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო”- აღნიშნა თემის კომენტირებისას ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.

“ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4-დან 5%-მდე გამოწვეულია იმით, რომ შარშან იყო ძალიან დაბალი ზრდა. შარშან იყო ეკონომიკური ვარდნის ძირი და ვარდნასთან მიმართებით ეს ზრდა არის მეტი, თუმცა თუ გადავხედავთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას, ეს არის იმდენად მცირე, რომ ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების პროცესზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში“პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს”
შემდეგი სტატიააშშ მოსკოვის მიერ თალიბების იარაღით მომარაგებას არ გამორიცხავს