აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციები დააწესეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციები დააწესეს.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის შვიდ მოქალაქეს დაუწესა. სანქციები ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს. სანქცირებულთა შორის ყველა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ბრიტანეთთან ერთად სანქციების ახალი რაუნდი აშშ-მაც აამოქმედა. სანქციების ახალი პაკეტი რუსული წარმოების იარაღის იმპორტზე შეზღუდვას ითვალისწინებს. აგრეთვე, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამეცნიერო ინსტიტუტი.

გარდა ამისა, აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით, სანქციები რუსეთის ერთ-ერთ ხომალდს და ორ ფიზიკურ პირს დაუწესა. სულ აშშ-ს გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით, სანქციები შვიდი ფიზიკური პირის და 16 ხომალდის წინააღმდეგ აქვს დაწესებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა
შემდეგი სტატიაიან კელის და დევიდ კრამერის წერილი საქართველოზე-საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია