აშშ-მ უკრაინას ძველი სამხედრო ტექნიკა მიყიდა

ტექნიკის ნაწილი, რომელიც აშშ-მ უკრაინელ სამხედროებს არალეტალური შეიარაღების ფარგლებში მიყიდა, “ფიზიკურად და მორალურად დაძველებულია და ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგარია” – ამის შესახებ დღეს The Washington Post-მა დაწერა.

გამოცემას რამდენიმე მაგალითი მოყავს. მათ შორის ავტომანქანა “ჰამერზე”, რომელსაც დონეცკის მახლობლად განთავსებული უკრაინის სპეცრაზმი იყენებს. ისინი 1980-1990 წლებშია გამოცემული, ამასთანავე, სამ მათგანს კარები და ფანჯარა პლასტიკისგან აქვს. ჟურნალისტები ასევე წერენ იმაზე, რომ რამდენიმე მანქანა მწყობრიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ გამოვიდა. ადგილობრივი მექანიკოსის თქმით, მანქანებს ისეთი დაზიანებები აღენიშნებათ, როგორიც დამახასიათებელია დიდი ხნის მანძილზე უმუშევრად მყოფი მანქანებისთვის. სავარაუდოდ, მანქანები საწყობში ეყენა.

“ამერიკელებს ჩვენი დახმარება თუ უნდათ, ნორმანური აღჭურვილობა გამოაგზავნონ” – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი სამხედრო პირი.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯო სოუერსმა უარი განაცხადა ფაქტების კომენტირებაზე, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ აშშ ისევ აგზავნის უკრაინაში ტექნიკას და ოფიცერებს იმისათვის, რომ “უკრაინას დაეხმაროს საკუთარი საზღვრების დაცვაში”.

banner
წინა სტატიაშიაშშ უვიზო რეჟიმს ამკაცრებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ