აშშ უვიზო რეჟიმს ამკაცრებს

პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 400-მდე მძიმედ დაშავდა, აშშ-მ უვიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ დააანონსა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ქვეყანაში თავისუფლად შეეძლოთ შესვლა, საუბარია ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე.
აშშ-ს ყოველ წელს უვიზოდ 38 ქვეყნიდან 20 მილიონი ადამიანი სტუმრობს. თუმცა, პარიზის ტერაქტების შემდეგ უვიზო მიმოსვლის პროგრამა გადაიხედება. მთავრობის მტკიცებით, ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე ექსტრემისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უპრობლემოდ მოხვდნენ აშშ-ში.
პროგრამაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც კონგრესს უკვე გადაეგზავნა განსახილველად, აშშ-სთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნები ვალდებული იქნებიან ელექტრონული პასპორტი გამოუშვან (e-passports), რაც ვიზიტორის სრულად შემოწმების შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის შესაბამის სამსახურებს. შემოწმების სქემაში ასევე შედის კითხვარი, იმყოფებოდა თუ არა ვიზიტორი იმ ქვეყნებში, სადაც ბოევიკ-ექსტრემისტების სამხედრო ბაზებია განთავსებული.

აშშ-ს უშიშროების დეპარტამენტი ასევე კონგრესს სთხოვს მიანიჭოს დამატებითი უფლებამოსილება, მათ შორის ავიაკომპანიების დაჯარიმება, რომლებიც მგზავრების საპასპორტო მონაცემებს არ შეამოწმებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი 4 პირის დაკავებით ამერიკული მედია დაინტერესდა
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინას ძველი სამხედრო ტექნიკა მიყიდა