აშშ-მ რუსეთს მოპარული საარქივო მასალები დაუბრუნა

აშშ რუსეთს მოპარულ საარქივო მასალებს დაუბრუნებს – რუსული მედია წერს.
საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც რუსულ მხარეს 28 განსაკუთრებით ღირებული ისტორიული დოკუმენტი გადაეცემა, მოსკოვში ამერიკის საელჩოში 3 მარტს გაიმართება. ქაღალდებს შორის არის რუსეთის იმპერატორების და სტალინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები. ისინი 1990-იან წლებში რუსეთის სამხედრო არქივიდან მოიპარეს.

სავარაუდოდ, დოკუმენტები მოპარულია ვლადიმირ ფეინბერგის მიერ, რომელიც მოგვიანებით ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. თელ-ავივმა 2005 წელს რუსეთს მის ექსტრადაციაზე უარი განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „25-ე არხში“ კრიმინალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატიაენმ: საქართველოს უშიშროების სამსახური ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინფილტრირებულია