ტელეკომპანია „25-ე არხში“, ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო, კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა გია სურმანიძემ განაცხადა, ტელეკომპანიაში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
სურმანიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია სამუშაოების დასრულების შემდეგ მიენიჭება.