აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადადო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში არ შესულიყო – თეთრი სახლის პრეს-მდივანზე სარა სანდერსზე დაყრდნობით “ბიბისი” ავრცელებს.

გუშინ, კვირას გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ორშაბათს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს იმის გამო, რომ რუსეთი ასადის რეჟიმს მხარს უჭერს. ჰეილის თქმით, სანქციებს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, სანქციებში უნდა მოყოლოდნენ ის რუსული კომპანიები, რომლებიც რაიმე სახით მაინც ბაშარ ასადთან და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან არიან დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიქიმიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ორგანიზაცია დუმაში 18 აპრილს გაემგზავრება
შემდეგი სტატიაერევანში შეტაკებებისას 46 ადამიანი დაშავდა