ერევანში შეტაკებებისას 46 ადამიანი დაშავდა

17 აპრილს ერევანში გამართული საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკებებისას 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 6 სამართალდამცველი. როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს, დაშავებულებს ყველაზე მეტად ფეხებზე აღენიშნებათ ტრავმა. 30 პროტესტანტი საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

სომეხმა ოპოზიციონერემა 16 აპრილს მასობრივი აქციები დაიწყეს ერევანში – ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზებზე წვებოდნენ და მანქანებს არ უშვებენ.
საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 14 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერის პოსტზე სერჟ სარქსიანი წარადგინა. ხვალ პარლამენტი ახალ პრემიერს აირჩევს. საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადადო
შემდეგი სტატიალავროვი: დასავლეთთან ურთიერთობა იმაზე უარესია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო