აშშ-მ ელ-ფალუჯაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური გაანადგურა

ერაყში, ელ-ფულაჯში ტერორისტული გაერთიანება “ისლამური სახელმწიფოს” საველე მეთაური საჰაერო ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია – განაცხადა აშშ-ს ჯარების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სტივ უორენმა – “ბიბისი” ავრცელებს.
პენტაგონის მონაცემებით, მახერ ალ-ბილაუი იმ 70 ბოევიკთა შორის არის, რომლებიც ავიადარტყმების შედეგად ლიკვიდირებული არიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერაყის არმიამ სუნიტი ამბოხებულების დახმარებით ელ-ფალუჯას განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 50 ათასი მშვიდობიანი მოსახლეობაა დარჩენილი. მათთვის თვითმფრინავიდან საევაკუაციო რუკები ჩამოყარეს.
შეტევა რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომლის შემდეგადაც ბოევიკებმა ხალხს ქალაქის დატოვება აუკრძალეს, რომ შეტევისას მათი ცოცხალ ფარად გამოიყენება შეძლონ.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ.

banner
წინა სტატიაში“პაატა ბურჭულაძეს, ნაცების არცერთ სისაძაგლეზე ხმა არ ამოუღია! არასდროს!”
შემდეგი სტატია“ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა პროცესები კანონიერ ჩარჩოში ჩადგეს”