აშშ: ჯორჯიის შტატში უამინდობის გამო 11 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შტატ ჯორჯიაში ექსტრემალური ამინდის გამო მინიმუმ 11 ადამიანი გარდაიცვალა, 23 კი დაშავდა. შტატში ტორნადოს შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს, აღმოსავლეთ ჯორჯიაში კი ნალექის დიდ რაოდენობას ელოდებიან. ტელეკომპანია “ეიბისის” მონაცემებით, შაბათ-კვირას ჯორჯიაში 11 ტორნადო დაფიქსირდა.
გარდაცვლილთა უმეტესობა ჯორჯიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდა.
გუშინ მისისიპიშიც ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ქარის სიჩქარემ 218 კმ/სთ-ს მიაღწია. ტორნადოს გამო განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდას შტატშიც.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეიმ განაცხადა, რომ არ მოერიდება ტრამპს უთხრას, როცა ის არ იქნება მართალი
შემდეგი სტატიაისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ასობით სახლის მშენებლობის ნებართა გასცა