ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის რეპლიკებზე რეაგირების არ შეეშინდება, თუკი ჩათვლის, რომ ის არ არის მართალი, განსაკურებით კი, როცა საუბარი ქალთა უფლებებზე მიდგება.
მეი და ტრამპი ერთმანეთს 27 იანვარს ვაშინგტონში შეხვდებიან. ის გახდება პირველი ლიდერი, რომელსაც ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება.
ბრიტანელი პრემიერი იმედოვნებს, რომ ლონდონსა და ვაშინგტონს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდება – წერს “ბიბისი”.