აშშ დარწმუნებულია, რომ სირიის იდლიბის და ჰამას პროვინციებში განხორციელებული ავიადატყმების უკან დგანან რუსეთი და სირიის სამთავრობიო არმია. ამ ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ სამი სამედიცინო მუშაკი, დაზიანდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება და სამოქალაქო თავდაცვის ცენტრი.
ავიადარტყმებს ადგილი ჰქონდა ამა წლის 19 და 20 სექტემბერს.
” ეს თავდასხმა ჯდება ნაცნობ სქემაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები და მედმუშაკები, ასევე სამოქალაქო პირები, მსხვერპლნი ხდებიან სირიის რეჟიმის და მისი მოკავშირის – რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა.