ხობში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2017 22:30

ხობში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ

მნიშვნელოვანი

  • ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ

სხვა სტატიები

22 სექტემბრის საღამოს, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ უცნობი პირები. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ. სოფელ ქვალონში ჩამოხეულია ევროპული საქართველოს ყველა პლაკატი. ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ევროპული საქართველო მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედი ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2017 22:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics