აშშ არ განიხილავს უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით სამხედრო ინტერვენციას – პენტაგონი

“შეერთებული შტატები, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით სამხედრო ინტერვენციას არ გეგმავს”,-ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტების რუსეთის მიერ ბლოკადის გამო მსოფლიო შეშფოთებულია .
“მაგრამ პრეზიდენტმა (ბაიდენმა – რედ.) მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები არ იბრძოლებენ უკრაინაში. ეს მოიცავს უკრაინის ცას და პოტენციურ საზღვაო კონფლიქტს რუსეთთან”, – თქვა კირბიმ.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: 2013 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ მიუღია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე
შემდეგი სტატიაბერლინი იარაღს კიევს მიაწვდის