აშშ არ გამორიცხავს ბაშარ ასადის არმიაზე დარტყმას

14569787_652721821554675_406529582_nთეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ არ გამორიცხავს სირიაში ასადის არმიაზე იერიშის მიტანას.
,,ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება, ალეპოში არსებულ ძალადობრივი სიტუაციის შემცირების მიზნით, ალბათ ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს… უფრო მოსალოდნელია რომ ამან კიდევ ბევრი გაუთვალისწინებელი შედეგი მოიტანოს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის… მაგრამ მე ვერ გამოვრიცხავ მსგავს შესაძლებლობებსაც,, განაცხადა ერნსტმა.
ცოტა ხნით ადრე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ ასადის არმიაზე დარტყმას ამზადებდა, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და მას რეალური მოქმედებების პროლოგი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიThe Wall Street Journal: შესაძლებელია გერმანიამ სირიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წ. შევა