ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წ. შევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 6, 2016 22:31

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წ. შევა

ahmet_arslan_051016_1ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მშენებლობის სტადიაში მყოფ სხვა პროექტებთან ერთად თურქეთის ლოგისტიკის სექტორს ყოველწლიურად მილიარდი დილარის მოგებას მოუტანს. ამის შესახებ სააგენტო Trend-თან ინტერვიუში განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის, გადაზიდვებისა და კომუნიკაციების მინისტრმა ახმეტ არსლანმა. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით „მარმარაის“ გვირაბი ერთმანერთს დაუკავშირებს ქვეყნის აღმოსავლურ და ევროპულ ნაწილებს და ევროაზიური კორიდორის ყველაზე უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გახდება.
არსლანმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში შევა 2017 წ. მისი ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ეკონომიკას და განავითარებს რეგიონის ინფრასტრუქრტურას. „თურქეთს სურს, რომ იქცეს რეგინში ლოგისტიკის ცენტრად“ – დასძინა მან.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშემებლობა წარმოებს საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობების სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 6, 2016 22:31