ასანჟის მამა ავსტრალიის მთავრობას შვილის ექსტრადაციისკენ მოუწოდებს

პლატფორმა “ვიკილიქსის” დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მამამ ჯონ შიპტონმა ავსტრალიის მთავრობას მოუწოდა მისი შვილის დიდი ბრიატნეთიდან ექსტრადაცია არ დაუშვას. “საგარეო საქმეთა დეტარტამენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი უნდა აწონონ და რაიმე ზომები მიიღონ. შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველას აწყობს” – მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც კვირას, 14 აპრილს გამოქვეყნდა ავსტრალიის მედიაში. მან, ასევე, აღნიშნა, რომ შოკირებულია საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და გარეგნობთ. “მე 74 წლის ვარ და უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე ის, რომელიც 47 წლის არის. ეს ნამდვილი შოკია” – ასანჟის მამამ თქვა, რომელიც, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შვილთან ყოველს შობას მიდიოდა ეკვადორის საელჩოში. შიპტონმა, ასევე აღნიშნა, რომ ჯულიან ასანჟი წლების მანძილზე ცხოვრობდა როგორც “მკაცრი რეჟიმის ციხეში… მას ტუალეტშიც არ შეეძლო წასვლა. ყველგან კამერები იყო, საიდანაც მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდნენ” – დაამატა მან.

12 აპრილს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ასანჟს საკუთარი მშობლიური ქვეყნისგან განსაკუთრებული ურთიერთობების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. მას აშშ-მ ბრალი “კომპიუტერული თავდასხმის შეთქმულებაში” ედება და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდების მხარის განცხადებით ასანჟი და ჩარლი მენინგი შეთანხმდნენ, რომ სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტებს მოიპარავდნენ და მას გამოაქვეყნებდნენ. ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟი აშშ-ს თხოვნით დააპატიმრა, რომლის შემდეგადაც ეკვადორმა უარი თქვა მისთვის თავშესაფრის მიცემაზე – ასანჟი ეკვადორის საელჩოში უკვე შვიდი წელი ცხოვრობდა.

როგორც “ბიბისი” ავრცელებს, ლონდონის პოლიცია საელჩოში დილით მივიდა. ასანჟმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ეკვადორის პრეზიდენტმა “ტვიტერზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ აძლევს ასანჟს თავშესაფარს. მისი თქმით, ასანჟმა არა ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

banner
წინა სტატიაშიირანში წყალდიდობის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება