ასადს რუსეთის ისტორიის მეხუთე კლასის წიგნი აჩუქეს

რუსეთის დუმას დეპუტატმა, ალექსანდრ იუშენკომ, სირიის პრეზიდენტს, ბასარ ასადს რუსეთის ისტორიის მეხუთე კლასის წიგნი აჩუქა. 1983 წელს გამოცემული წიგნის ყდაზე პალმირას ძეგლებია გამოტანილი.

რუსი პარლამენტარების დელეგაცია ასადს 12 აპრილს შეხვდა.
ანტიკური ქალაქი პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ის ტერორისტებმა 2015 წლის მაისში დაიკავეს, რომლის დროსაც ძეგლი საგრძნობლად დააზიანეს. 2016 წლის 26 მარტს სირიის არმიამ ტერიტორიიდან ტერორისტები განდევნა.

banner
წინა სტატიაშინიდერნალდების რეფერენდუმის შედეგები დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაპოროშენკოს სთხოვეს იაცენიუკი დონბასში საბრძლველად გააგზავნოს