ასადმა სირიის ომის ზარალი დაითვალა

სირიის სამოქალაქო ომისგან მიყენებული ზიანი, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობს ქვეყანაში, 200 მილიარდზე მეტია – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.

„ეკონომიკური საკითხები სირიაში სიტუაციის სტაბილურობასთან ერთად მოგვარდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება“ – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ასადის თქმით, როგორც კი სირიაში სიტუაციის სტაბილურობის ნიშნები გაჩნდება, ლტოლვილები უკან დაიწყებენ დაბრუნებას. „მიგრაციის მიზეზი არა მხოლოდ ტერორიზმი და უსაფრთხოებაა. ბევრმა უსაფრთხო რაიონები დატოვა ცხოვრების დონის გამო“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ასადსა და მისი გადადგომის მომხრეებს შორის დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო და სრულმასშტაბურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის შსს-მ ერდორანის მიერ გერმანული გადაცემის კრიტიკას უპასუხა
შემდეგი სტატიაასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილზე შეიტანეს