გერმანიის შსს-მ ერდორანის მიერ გერმანული გადაცემის კრიტიკას უპასუხა

გერმანია პრესისა და სიტყვის თავისუფლების საკითხში თურქეთთან დათმობებზე არ წავა – ამის შესახებ ბერლინში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა ზავსან შებლინმა ისაუბრა – ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

„ამ საკითხში გერმანიის პოზიციის შეცვლაზე საუბარი არ განიხილება“ – გამოცემას დიპლომატის სიტყვები მოყავს.  ტელეკომპანია ARD-ზე გასული სატირული ვიდეოს გამო, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს ეხებოდა თურქეთმა გერმანიის ელჩი ანკარაში მარტინა ერდმანი დაიბარა. ვიდეოში ნაჩვენები იყო თურქეთის პრეზიდენტის სურვილი „გაშლილი ფეხებით იცხოვროს“ და მისი ოპოზიციური ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება. ამ ეტაპზე თურქეთში ჟურნალისტების ჯან დიუნდარის და ერდემ გიულემის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ბრალდებული. მათ დასაცავად მსოფლიოს 100-მდე მწერალმა გაუგზავნა წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს. წერილის ავტორები  თურქეთის მთავრობას ჟურნალისტების განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიvideo გუბაზ სანიკიძე “პოლიტიკიდან წასულ” ივანიშვილთან შეხვედრას არ გეგმავს
შემდეგი სტატიაასადმა სირიის ომის ზარალი დაითვალა