არესტოვიჩი – ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ია, თუმცა, დაჭრილთა 96-98 პროცენტს კვლავ არმიაში აბრუნებენ.

რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, უკანასკნელად 25 მარტს, როდესაც განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროიდან 1 351 სამხედრო დაიღუპა და 3 825 – დაიჭრა.

წინა სტატიაშიპესკოვი – რუსეთი ვერ გასცემს გარანტიას, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ
შემდეგი სტატიაერმაკი – კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადისკენ ტვირთების გატარების აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა