ერმაკი – კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადისკენ ტვირთების გატარების აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა

რუსეთის მცდელობა დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამში“ წერს.

„კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა. ახლა მნიშვნელოვანია მტკიცე პოზიციის შენარჩუნება და სანქციებთან და რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მიმართულებით საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით რუსეთთან დათმობაზე არ წასვლა. რუსეთი ნებისმიერ დათმობას აღიქვამს, როგორც სისუსტეს“, – აღნიშნა ერმაკმა.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩი – ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი – მაიდანს სამი თვე დასჭირდა, ჩვენც მაგდენი დაგვჭირდება, თუ სიმულაციურ პროცესებს არ შევაქმნევინებთ ოცნებას და გადავარჩენთ