არაბულმა ქვეყნებმა, თურქეთმა და რუსეთმა ტრამპის გეგმა, გალანის მაღლობების შესახებ დაგმეს

არაბულმა ქვეყნებმა, თურქეთმა და რუსეთმა ტრამპის გეგმა, გალანის მაღლობები ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ აღიაროს, დაგმეს. “გადახედეთ ამ მცდარ სიტუაციას და ღრმად დაფიქრდით სწრაფ და გრძელვადიან შედეგებზე. გალანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერი აღიარებას, აშშ-ს პოზიციებზე არაბულ-ისრაელის კონფლიქტზე ზოგადად, განსაკუთრებით, პალესტინის საკითხში აშშ-ს ადმინისტრაციის უზარმაზარი შეცდომების ფონზე, სერიოზული შედეგები მოყვება” – არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალური მდივნის აჰმედ აბდულ ჰეიტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

სირიამ აშშ-ს გეგმა დაგმო და მას უპასუხისმგებლო უწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუჩ ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ “სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, და აშშ-ს მცდელობა, ისრაელის მხრიდან ნორმების დარღვევის ლეგიტიმაციის შესახებ, ძალადობას და ტკივილს გაზრდის” და დაამატა, რომ ანკარა სირიის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

ირანის თქმით, “ტრამპის პირადი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ახლო აღმოსავლეთში ახალ კრიზისს გამოიწვევს”. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გალანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება ახალ დესტაბილიზაციას გამოიწვევს და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის პოზიცია მხოლოდ მოწოდების დონეზე დარჩება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა გაჟღერებული პოზიციისათვის – “დოიჩე ველე” წერს.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გალანის მაღლობები ათეულობით წელია ახლო აღმოსავლეთში დავის საგანია. ისრაელმა 1967 წლის ომის დროს ამ რეგიონის ნაწილი მიითვისა, 1881 წელს კი მისი ანექსია მოახდინა. საერთაშორისო სამართლით, გალანის მაღლობები სირიის ტერიტორიას ეკუთვნის, რომელიც ისრაელის ოკუპაციის ქვეშ არის.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სამიტი: ყირიმის ანექსია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი გამოწვევაა
შემდეგი სტატიაბიჭვინთაში პალმები გადაჭრეს