ევროკავშირის სამიტი: ყირიმის ანექსია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი გამოწვევაა

ევროკავშირის სამიტმა დაადასტურა საკუთარი პოზიცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექიის შესახებ, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს – ამის შესახებ ნათქვამია სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებთან პარასკევს, 22 მარტს – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დოკუმენტში წერია: “ევროკავშირი ადასტურებს, რომ არ აღიარებს და აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევის განსჯას, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის პირდაპირი გამოწვევაა”.

გარდა ამისა, სამიტმა მოწოდება გააკეთა, კოორდნირებულად ებრძოლონ შიდა და საგარეო დეზინფორმაციას, ასევე, ევროკავშირში დაიცვან არჩევნები, კერძოდ, ევროპარლამენტის მაისის არჩევნები.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ყირიმის და აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს
შემდეგი სტატიაარაბულმა ქვეყნებმა, თურქეთმა და რუსეთმა ტრამპის გეგმა, გალანის მაღლობების შესახებ დაგმეს