არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია – ანჯეი დუდა

რუსეთთან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სასტიკი ძალის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია მოსკოვის შეჩერება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

„რუსეთის მუქარის არ უნდა გვეშინოდეს. თუ გვსურს მივაღწიოთ რაიმე წარმატებას რუსეთთან ურთიერთობაში, ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, შეგვიძლია მივაღწიოთ ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ ბრუტალური ძალის გამოყენებით, რადგან მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია შეაჩეროს რუსეთი“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, რუსეთი დასავლეთისთვის ბიზნესპარტნიორი არ არის.

„დასავლეთი რუსეთს ჯერ კიდევ ხედავს, როგორც ბიზნესპარტნიორს, მაგრამ რუსეთი არ არის ბიზნესპარტნიორი“, – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

დუდამ, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე ეკონტაქტება.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის 15 საჰაერო სამიზნე
შემდეგი სტატიააზოვსტალიდან ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა – ზელენსკი