აზოვსტალიდან ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 156 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს და ისინი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში არიან.

“ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის პირველი შედეგი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით. ამას დიდი ძალისხმევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სხვადასხვა შუამავალი დასჭირდა.ზაპოროჟიაში 156 ადამიანი ჩავიდა, ქალები და ბავშვები. ისინი ორ თვეზე მეტია თავშესაფარში იმყოფებიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მაგალითად, ბავშვი ექვსი თვისაა, საიდანაც ორი მიწისქვეშ გაატარა, გაურბოდა ბომბებსა და თავდასხმებს. საბოლოოდ ეს ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ არიან”. – თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიარ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია – ანჯეი დუდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს