არ შეგვიძლია არასერიოზულად აღვიქვათ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება – ბერნსონი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ბილ ბერნსონის თქმით, ამერიკა სერიოზულად უყურებს იმას, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

“პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობების გათვალისწინებით, რაც მათ აქამდე ჰქონდათ სამხედრო თვალსაზრისით, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია მსუბუქად აღიქვას ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან დაბალი ეფექტურობის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენება”, – თქვა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად კრემლის რიტორიკული განცხადებებისა ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, აშშ-ს ჯერ კიდევ არ უნახავს პრაქტიკული მტკიცებულებები, რომ რუსეთი ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ჩასვლით არაფერი გამოსწორდება – ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ მარიუპოლის „ომის დანაშაულებში“ დამნაშავე რუსეთის უმაღლესი მეთაური დაასახელა