უკრაინაში ჩასვლით არაფერი გამოსწორდება – ზაქარეიშვილი

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ „მათი ჩასვლით არაფერი შეიცვლება“.
როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის ჩასვლა უკრაინაში გადამწყვეტი არ იქნება.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ უკრაინა ყოველთვის კარგად არ იქცევა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა უკრაინა საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძვის.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი ეშველება ანუ ეს არ იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი, არ წასვლა არის თვალში საცემი, რომ არ მიდიოდნენ ეს იყო თვალში საცემი და საქართველო ამოვარდნილი იყო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით რეალობიდან.

ჩასვლა იქნება ნორმალური, მოდით ვთქვათ, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს, მაგრამ სალაპარაკო არ იქნება რომ არავინ ჩასულა. ამ ჩასვლით არაფერი გამოსწორდება. „ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა სახარება ვუკითხოთ ის მაინც თავისას მიაწვება იმიტომ რომ პრობლემა არა საქართველო, არამედ მათი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობაა“. ამიტომ, ის ყოველთვის განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობის“ ტყავის გლეჯას.

სიტყვაზე, უკრაინა ყოველთვის კარგად არ იქცევა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა უკრაინა ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის, მთელი მსოფლიოს საქმეს აკეთებს ეს ქვეყანა, რასაც ჰქვია რუსეთის დამარცხება. ბუნებრივია, ბოლომდე იდეალურები ისინი ვერ იქნებიან“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი შესაძლებლობები, მაღალი დონის კოორდინაციით მოემსახურონ გაზრდილ ტვირთნაკადებს როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაარ შეგვიძლია არასერიოზულად აღვიქვათ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება – ბერნსონი