აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში რუსული კვალი გამოჩნდა

კერძო სამხედრო კომპანია “პატრიოტი”, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებს, შესაძლებელია, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში გარეული იყოს – რუსული “დოჟდი” ავრცელებს ერთდროულად რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. ტელეარხის ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი აფრიკაში რუსული იარაღის კვალია. “ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ევროპული შესახედაობის ადამიანები, რომლებშიც ადგილობრივებმა რუსები ამოიცნეს, ზუსტად იმ ადგილზე იმავე დროს იყვნენ” – მიხეილ ხადარკოვსკიმ განაცხადა, რომელმაც სპეციალურად შეკრიბა საგამოძიებო ჯგუფი ჟურნალისტების მკვლელობის დეტალების დასადგენად. ჯგუფი ამუშავებს მკვლელობის “რუსული კვალის” ვერსიას. გამოძიების ერთ-ერთი წყარო, რომელიც სპეცსამსახურებში მუშაობდა, ამბობს, რომ ჟურნალისტების მკვლელობაში და შემდეგ, მათზე თითქოსდა, ადგილობრივი ჯგუფების თავდასხმის ინსცენირება “პატრიოტმა” მოაწყო – “დოიჩე ველე” წერს.

ტელეარხის ინფორმაციით, “პატრიოტმა” “ვაგნერი” უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც, თითქოსდა, გავლენებს კარგავს. “პატრიოტის” მეომრები, ისევე, როგორც “ვაგნერის”, სირიაში იბრძოდნენ, მათ რიგებში არიან როგორც ყოფილი, ასევე, კადრებში მყოფი სამხედროები.

ალექსანდრ რასტორგუევი, ორხან ჯემალი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 30 ივლისს მოკლეს, სამივე ჟურნალისტი მანქანაში ჩაცხრილეს.
Область прикрепленных файлов

banner
წინა სტატიაშისუპერთანამედროვე ამერიკულმა გამანადგურებელმა F-35 პირველად განიცადა კატასტროფა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს