,,აფხაზური დროშა“ სოჭში ქართული დროშის გვერდით – ოკუპანტის ფესტივალი

რუსული სააგენტო ,,სპუტნიკი“ სოჭში სტუდენტ ახალგაზრდობის მე-19 საერთაშორისო ფესტივალის გახსნისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც ერთად არის აღბეჭდილი საქართველოს სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმფიო დროშა. ამ დრომდე უცნობია საქართველოს დროშის ქვეშ რამდენი სტუდენტი და ახალგაზრდაა წასული. ცნობილია, მხოლოდ ის რომ ე. წ. დელეგაციას სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ორგანიზაციის რუსეთის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენელი ნესტან ჩიტაია ხელმრვანელობს.

 

სოჭში ,,აფხაზურ დელეგაციასთან” ერთად ასევე იმყოფება ,,დელეგაცია” ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზი სტუდენტების მოსანახულებლად სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბაც ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიეს იყო უბრალოდ, ერთი ადამიანის ამ ადამიანთა ჯგუფის ახირება და შიში, – კობა ნაყოფია უკრაინაში მის არშეშვებას აფასებს
შემდეგი სტატია,,საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა”