ეს იყო უბრალოდ, ერთი ადამიანის ამ ადამიანთა ჯგუფის ახირება და შიში, – კობა ნაყოფია უკრაინაში მის არშეშვებას აფასებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამ საკითხის გარკვევას ნაყოფია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს. შესაბამისი წერილით მან უწყებას ცოტა ხნის წინ მიმართა.

დეპუტატი ითხოვს, უწყებამ დაადგინოს, თუ რატომ არ შეუშვეს ის გუშინ უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც თავად ამბობს, აეროპორტში მას არ შეშვების მიზეზები ვერ განუმარტეს და ერთდერთი რაც უთხრეს იყო ის, რომ მასთან დაკავშირებით, ბაზაში აკრძალვა იყო მითითებული. თუმცა მესაზღვრეებს ამაზე პასუხი არ ქონდათ.

ნაყოფიას ინფორმაციით, გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, სამეთვალყურეოდ რამდენიმე ადამიანიც კი მიუჩინეს.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი კიევში, 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდეს. როგორც ნაყოფია ამბობს, ის, პირადი საქმეების გარდა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც აპირებდა.

„ყოველგვარი განმარტებების, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე არ შეშვება. სათანადოდ, მე მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გამოიყენოს ის დიპლომატიური ბერკეტი და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, იმისთვის, რომ იქნას დადგენილი თუ რა გახდა საფუძველი ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე არ დაშვების,“- ეს იყო უბრალოდ, ერთი ადამიანის ამ ადამიანთა ჯგუფის ახირება და შიში, 17 ოქტომბრის წინ. მშიშარა ადამიანების “ – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ
შემდეგი სტატია,,აფხაზური დროშა“ სოჭში ქართული დროშის გვერდით – ოკუპანტის ფესტივალი