აფხაზეთში H1N1-ის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სანიტარულ-ეპიდემიური სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის გრიპით დაავადების შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ორი ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივებს აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე კვირის წინ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოსთან დროებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გაურკვეველი ვადით დაკეტა. მათი თქმით პუნქტების დახურვის მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ღორის გრიპია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
შემდეგი სტატიავენესუელას სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და აქტივები გაუყინა