ვენესუელას სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და აქტივები გაუყინა

ვენესუელას უმაღლესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ბანკში აქტივები გაუყინა. ამდაგვარად, სასამართლომ ვენესუელის პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა გუაიდოსთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შესახებ. ადრე გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა, რომ გამოძიება დაკავშირებულია “ძალადობის აქტთან, რომელიც ქვეყანაში 22 იანვრიდან ხდება” – “ბიბისი” წერს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა ხუან გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მან თქვა, რომ “მისი მიზანია მთავრობის უზურპაციის დასრულება, გარდამავალი მთავრობის ფორმირება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.” გუაიდოს ლეგიტიმურობა ლათინური ამერიკის ქვეყანათა უმეტესობამ აღიარა, ასევე, აშშ-მ, კანადამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საქართველომ და სხვებმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში H1N1-ის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასენეგალელი სიამის ტყუპები (+ფოტო)