აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განმარტებები გააკეთა

აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, 2015 წლის ზაფხულში, როდესაც წყალსაცავის შევსება უნდა მომხდარიყო, დაემთხვა გვალვის პერიოდი, რის გამოც შემოდინება იყო დაბალი, დაახლოებით საშუალო მრავალწლიური ხარჯის 60%. დღეისათვის, წყალსაცავში წყლის დონე 444 მ-ის ნიშნულზეა, რომელიც 15 მეტრით არის შემცირებული საშუალო მრავალწლიურ მონაცემებთან შედარებით. ეს 15 მეტრი არის დაახლოებით 156 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია.

მან ასევე აღნიშნა, რომ წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გარდა, აფხაზეთშიც ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. 2015 წელს აფხაზეთის ელექტრენერგიის მოხმარება 9%-ით გაიზარდა.

მებონიას განცხადებით, იანვარში ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 98% მოიხმარა აფხაზეთმა და ასევე, თებერვალში და მარტში ენგურჰესს მოუწევს მხოლოდ აფხაზეთის მოსამარაგებლად მუშაობა.

2015 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამური გამომუშავების დაახლოებით 46% აფხაზეთმა მოიხმარა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრობლემების გამო, “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობამ 15 აპრილამდე აფხაზეთში ელექტოენერგიის განრიგით მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაFacebook-ი ტაივანში მიწისძვრით დაზარალებულების ძებნას შეუერთდა