ირაკლი ალასანიას სკანდალური განცხადება

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას, მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.როგორც ირაკლი ალასანიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამ ინფორმაციას “საგანგაშოს” უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.

სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია, რომლის თქმითაც, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით თავისუფალმა დემოკრატებმა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართეს.

ცნობისთვის, ეს კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპერირებს.

banner
წინა სტატიაშიდამასკომ პირობა დადო, რომ დაუპატიჟებელ უცხოელ სამხედროებს სახლში კუბოებით დააბრუნებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განმარტებები გააკეთა