Facebook-ი ტაივანში მიწისძვრით დაზარალებულების ძებნას შეუერთდა

Facebook-ი ტაივანში მიწისძვრით დაზარალებულების ძებნას შეუერთდა

სოციალურ ქსელის Facebook-ის ადმინისტრაციამ ტაივანში მიწისძვრის შემდეგ გაააქტიურა ფუნქცია “უსაფრთხოების შემოწმება” – ამის შესახებ დღეს სოცლაიური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა.
ფუნქციის აქტივაციის შემდეგ სისტემა მონაწილეებს აჩვენებს მათ ადგილმდებარეობას და მიუვათ შეკითხვა “არის თუ არა ყველაფერი წესრიგში”, შეკითხვის პასუხი ავტომატურად დაეგზავნებათ მომხმარებლის მეგობრებს.
“თუკი თქვენ დაზარალებულ რაიონში ხართ, მოგივათ შეტყონინება დაადასტუროთ არის თუ არა ყველაფერი წესრიგში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიგოთ არის თუ არა უსაფრთხოდ თქვენი მეგობარი და ახლობელი” – დაწერა ცუკენბერგმა.
6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ტაივანის სამხრეთ ნაწილში დღეს მოხდა. მიმდინარე მომენტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია 12 ადამიანი. დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განმარტებები გააკეთა
შემდეგი სტატიაზიკას ვირუსის მიუხედავად ბრაზილიელები კარნავალზე გავიდნენ