აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაში სდებენ ბრალს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს კორუფციაში სდებენ ბრალს ნავთობკონტრაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში 2014 წელს რუსულ “როსნეფტთან” გაფორმდა – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯოპუამ განაცხადა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. ჯოპუას თქმით, ანქვაბმა კორუფციული სქემის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა აფხაზეთისთვის უკიდურესად მიუღებელ კონტრაქტს. “უაზრობებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… მზად ვარ საპარლამენტო კომისიას ავუხსნა დეტალები” – აღნიშნა ანქვაბმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს მოქალაქე ავსტრიას გადასცა
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს