ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ს.ბ. მუხრანში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიაიუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა