აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კარანტინს გადახედავს

ენგურზე დროებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დაკეტვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს აფხაზეთის მოსახლეობის უსაფრთხოების გამო გაკეთდა – დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ 31 იანვარს თქვა. მან, ასევე აღნიშნა, რომ კარანტინის პერიოდში აფხაზეთში სიტუაცია უმჯობესდება. ორი კვირის მანძილზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს მოხსნან თუ არა კარანტინი – აღნიშნა ბგანბამ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში H1N1-ის 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მინისტრების მოადგილეები დაამტკიცეს
შემდეგი სტატიასლოვაკი ტუროპერატორები დაინტერესდნენ აფხაზეთის მიმართულებით?