აფხაზებმა ენგურთან სამი ქართველი დააკავეს

სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში

,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ დღეს გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრი სამი მოქალაქე  დააკავეს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩასა და გალის რაიონ სოფელ ნაბაკევის გადასასვლელზე. ამ მომენტისთვის აფხაზი დე-ფაქტო მესაზღვრეები ელოდებიან სოფელ ოტობაიის დე- ფაქტო გამგებელს დალი ხალვაშს, რომელიც გალის ადმინისტრაციაში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, რათა გაარკვიონ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები არიან თ. მ. და ნ. სოსელიები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაკავებები თითქმის ყოველდღე ხდება. სტატისტიკური მონაცემებით დღე–ღამეში ოცამდე მოქალაქეს აკავებენ  აფხაზეთის დეფაქტო საზღვართან, ენგურის გადასასვლელებზე. სხვადასხვაა გადასახადის ფასი, რომელსაც არალეგალურად გადასვლის მსურველები დაკავების შემთხვევაში იხდიან. გადასახადის ფასი ყველაზე მაღალია, როცა დაკავებული სტუმარი ან არალეგალურად გადასული  აფხაზეთის მკვიდრი არ აღმოჩნდება… ვისაც აფხაზეთის მოქალაქის ნებისმიერი სახის დოკუმენტი გააჩნია, მაშინ  ნაკლებია გადასახადი და ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ბოლო დროს აფხაზური ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთები, ყველაზე ნაკლებად ზარალდებიან.

ფაქტი ერთია, აფხაზეთში მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი, ენგურზე გადასვლა-გადმოსვლაში სულ უფრო მცირდება… ხოლო  დე- ფაქტო ბიუჯეტი ამ დაკავებებით შევსებას ღებულობს.

 

timer.ge

banner
წინა სტატიაშიჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები
შემდეგი სტატიაალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება