ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება იმ დროს, როდესაც სადაც მიდის, ყველგან საქმეს აფუჭებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, ამ ცენტრს სწორედ თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს და საკრებულო საკითხს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
“ამ ცენტრის შექმნა არის აბსურდი. მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება ამ ცენტრის შექმნის შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც საქმეს აფუჭებს ყველგან, სადაც მიდის. ეს ცენტრი იქნება მარგიშვილის მორიგი დასაქმების ბიურო”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა ენგურთან სამი ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს წევრი – როდის დამთავრდება გამგებლის ტყუილების სერიალი?