ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს შეხვდა და გარკვეული მითითებები მისცა. როგორც თეა წულუკიანმა გადაცემა „პოლიტარტში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის თანამდებობის პირი და მას ვინმეზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია. „ეს არის აბსურდი, რაზე უნდა ისაუბრონ მოსამართლეებმა და ბიძინა ივანიშვილმა? ივანიშვილს, არ მგონია რამე ბერკეტი ჰქონდეს. მას არ აქვს თანამდებობა. როდესაც არ გაქვს თანამდებობა, არა მგონია, რამე ბერკეტი გქონდეს. თვითონ კაბელების საქმეს რაც შეეხება, ეს უკვე მე მეხება. მართალი გითხრათ შეურაცხყოფილი ვარ,“- აცხადებს თეა წულუკიანი. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის ფარული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოში შეიცვლება ე.წ. „კაბელების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისებიჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის საპასუხოდაც, ლადო ბედუკაძე რუსთაველის გამზირზე საკუთარ მხარდამჭერებით მისვლას გეგმავს.
წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” ლადო ბედუკაძის განცხადება არ უნახავს, თუმცა საქართველო, როგორც ძლიერი სახელმწიფო, იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქუჩაშიც.
“მე არ მინახავს ეს განცხადება. “ფეისბუქზე” ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი. კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მათ შორის – ქუჩაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბერი და 26 მაისები. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ ხმის გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პასუხი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქუჩაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კოდუა მთავრობას ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიააფხაზებმა ენგურთან სამი ქართველი დააკავეს