ანტონიო გუტერეში – შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ, ჩვენ არ დავნებდებით – გაერო სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად ძალისხმევას გააორმაგებს

შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით, – გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევში ვიზიტის შემდეგ „ტვიტერის” გვერდზე წერს.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ამ ომში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე მაღალ ფასს იხდის.

„შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით. გაერო სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად ძალისხმევას გააორმაგებს. ამ ომში, როგორც ყველა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის”, – წერს გუტერეში.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის არც მის ახლობლებს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ირაკლი ქადაგიშვილმა და გია ვოლსკიმ თქვეს მორიგი უსინდისო ტყუილი და შესანიშნავად იციან, რომ რასაც ამბობენ, ეს არის ტყუილი