მაჭარაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის არც მის ახლობლებს

“პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის, სამწუხაროდ, არც მის ახლობლებს. იმიტომ, რომ ეს ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერთიან მოღალატეობრივ პარტიას სჭირდება. აქედან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც უფლებრივი, შესაბამისი უწყებების მხრიდან აბსოლუტურად უზრუნველყოფილია. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ ვთქვათ, კარგი იქნებოდა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როდესაც ის იმ დანაშაულებს სჩადიოდა, რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის.” – ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მათ ამისთვის ხელისუფლებას დრო ორშაბათამდე, 2 მაისამდე მისცეს.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაანტონიო გუტერეში – შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ, ჩვენ არ დავნებდებით – გაერო სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად ძალისხმევას გააორმაგებს