ანტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ქალაქ ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე ოთხი ტურისტი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ჰაბერთურქი“ წერს, ანტალიაში, ტურისტების ავტობუსმა მართვა დაკარგა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გამოცემის მიხედვით, ავტობუსში 27 ტურისტი იმყოფებოდა, მათგან 4 ადგილზევე დაიღუპა, უმეტესობამ კი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

banner
წინა სტატიაში,,ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია”
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონშიც იწყება