ანკარის გარდა აფეთქება შვედეთში, თურქეთის კულტურის ცენტრში მოხდა

შვედეთში, დედაქალაქთან ახლოს მდებარე თურქეთის კულტურის ცენტრში აფეთქება მოხდა.

 

სტოკჰოლმის პოლიციის ცნობით, აფეთქებისას შენობა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აფეთქებაში ეჭვმიტანილების ვინაობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქში, პარლამენტისა და გენერალური შტაბის შენობებთან ახლოს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეები არიან.
banner
წინა სტატიაშიანკარაში ტერაქტის ჩამდენის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოზე ისაუბრეს