ანკარაში ტერაქტის ჩამდენის ვინაობა ცნობილია

თურქული ტელეკომპანია „Haber7“-ის ცნობით, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სირიის მოქალაქე სალიჰ ნეჯარმა ჩაიდინა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტერორისტი თურქეთში სირიიდან ერთი წლის წინ, დევნილის სტატუსით ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქში, პარლამენტისა და გენერალური შტაბის შენობებთან ახლოს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეები არიან.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სამხედრო მანქანა ააფეთქეს
შემდეგი სტატიაანკარის გარდა აფეთქება შვედეთში, თურქეთის კულტურის ცენტრში მოხდა