ანა ნაცვლიშვილი – ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა

ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო წელს ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება.

„იცით, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, რასაკვირველია, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა რომ საქართველო წელს ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გაკეთდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია
შემდეგი სტატიათბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა მიმდინარეობს