თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა მიმდინარეობს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა მიმდინარეობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, დღის განმავლობაში დიდი გეგმები აქვთ, რადგან ვაქცინაციის ყველა კაბინეტში ვიზიტები დაჯავშნილია. „ექიმები კიდევ ერთხელ ჩაერთნენ „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესში. ზოგადად ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის გადარჩენაში და პანდემიის დასრულებაში. ამ ეტაპზე საავადმყოფოში ვაქცინაციის 30 კაბინეტია და სრული დატვირთვით მუშაობს. ვგეგმავთ კაბინეტების გაზრდას და სამუშაო დროის გახანგრძლივებასაც“, – განაცხადა ჩიმაკაძემ. დღეს ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიმდინარეობს „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც ტურიზმისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირები ჩაერთნენ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინასა და საქართველოში